რესურსები  


მედიაწიგნიერება პარადიგმის ცვლილებისთვის

მედიაწიგნიერება აზროვნების უფრო მრავალფეროვან მეთოდებს გვთავაზობს. თქვენ შეგიძლიათ დაეხმაროთ მოსწავლეებს, უფრო კომპლექსურად განიხილონ ცნებები: კარგი და ცუდი, მართებული და მცდარი, ძლიერი და სუსტი, - და აჩვენოთ, როგორ ხდება ეს რეალურ ცხოვრებაში.

მედიაწიგნიერება- ინფორმაციის ცოდნად გადაქცევისთვის

არ აქვს მნიშვნელობა, რომელ საგანს ვასწავლით, თუ გვსურს, რომ ჩვენმა მოსწავლეებმა გამოიმუშავონ კვლევის უნარები, რაც მედიაწიგნიერების საფუძველს წარმოადგენს, მნიშვნელოვანია მათ შეეძლონ საინფორმაციო წყაროების იდენტიფიცირება და მათი სანდოობის შეფასება.

მედიაწიგნიერება და სანდოობა

მედიაწიგნიერების სწავლება ჰგავს რთული ქსოვილის ქსოვას, როცა სხვადასხვა ფერისა და სიგანის ზოლები ზოგჯერ გადაკვეთს, ერევა, ჩრდილავს ერთმანეთს, ზოგჯერ კი ერთმანეთის პარალელურად მიემართება. მასწავლებლები მედიას უნდა ხედავდნენ როგორც მათი მოსწავლეების ცხოვრებასა და სკოლის გარეთ არსებულ სამყაროსთან დამაკავშირებელ ხიდს, ინტერესთა მრავალფეროვნების შესაბამისად არჩევდნენ „ძაფებს“ და მოსწავლეებს საკუთარი „ქსოვილის“ შექმნაში ეხმარებოდნენ.

მედიაწიგნიერება და კრიტიკული აზროვნება

ნებისმიერი საგნის, ნებისმიერი საკითხის შესწავლისას მასწავლებელმაც და მოსწავლემაც უნდა დასვან კითხვა: რატომ? მას შემდეგ, რაც ეს „რატომ“ გაცნობიერდება და პასუხი გაეცემა, გაიოლდება სწავლების პროცესი, აზრს შეიძენს ყველაფერი, რასაც მასწავლებელი თუ მოსწავლე აკეთებენ. რატომ? რა საჭიროა რამის შესწავლა, რამის კეთება, რაში გამოადგენა სამომავლოდ? რა სარგებლობას მოუტანს?

მედიაწიგნიერების რაობა

რატომ უნდა ვასწავლოთ მედიაწიგნიერება?
მისი სწავლება ხელს უწყობს კითხვების გაჩენას, შეფასებას, მულტიმედიური კულტურის არსის გაგებას და მის დაფასებას. საკლასო ოთახში შემოჰყავს მსოფლიო, გვიჩენს უშუალო მონაწილეობის განცდას. მედია ხდება ხიდი საგნების ინტეგრირებისა და ინტერდისციპლინური საგნების შესწავლისთვის. განავითარებს თანამედროვე პედაგოგიკას, რომელიც ხაზს უსვამს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას, ინფორმაციის ანალიზს და არა მხოლოდ დაგროვებას.

მედიაწიგნიერება

ინფორმაციული წიგნიერება უნარების ნაკრებია, რომელიც ინ-დივიდისაგან მოითხოვს „გააცნობიეროს როდის არის საჭირო ინფორმაცია და შეძლოს მისი ადგილის განსაზღვრა, შეფასება და ეფექტურად გამოყენება“. ინფორმაციული წიგნიერების მნიშვნელობა სულ უფრო იზრდება სწრაფი ტექნოლოგიური ცვლილებებისა და მზარდი ინფორმაციული რესურსების თანამედროვე გარემოში.

ჯეინს პოტერი, ჯეფ შერი, სინდი შეიპე, ფეიტ როგო. მედიაწიგნიერება

სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის მიერ მომზადებული წიგნი ” მედიაწიგნიერება” დაეხმარება მკითხველს მზარდ საინფორმაციო ნაკადებში სწორი ორიენტირებისთვის, ნებისმიერი შინაარსის ინფორმაციის შეფასებისთვის კრიტიკული აზროვნების პლატფორმიდან.
თბილისი: სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი, 2014
ია ანთაძისა და თამარ მოსიაშვილის რედაქტორობით