2016-01-20 | საჯარო ლექცია "მედიაწიგნიერება და ცოდნის ეკონომიკა".

29 იანვარს 11:00 საათზე აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის მე-7 სართულზე, საპრეზენტაციო დარბაზში, ილიას უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ნინო ჭიაბრიშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას თემაზე:
"მედიაწიგნიერება და ცოდნის ეკონომიკა".

ლექცია ჩატარდება ინფრომაციული განათლების საერთაშორისო ასოციაციის პროექტის ფარგლებში, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით.

დრო: 29 იანვარი, 11:00 საათი

მისამართი: ანა პოლიტკოვსკაიას ქ. 62 (ყოფილი ჯიქიას ქ. 9)

დასწრება თავისუფალია.