სიახლეები
2016-01-29 |
მედიაწიგნიერება და ცოდნის ეკონომიკა. საჯარო ლექცია აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში
აფხაზეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა საჯარო ლექცია "მედიაწიგნიერება და ცოდნის ეკონომიკა". ლექცია წაიკითხა ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა ნინო ჭიაბრიშვილმა. ლექციას ესწრებიან უნივერსიტეტის სტუდენტები, პროფესორ-მასწავლებლები და მედიაწიგნიერების საკითხებით დაინტერესებული სხვა მსმენელები..
საჯარო ლექცია ჩატარდება ინფრომაციული განათლების საერთაშორისო ასოციაციის პროექტის, „მედიაწიგნიერება და ინფორმაციული განათლება უმაღლეს სასწავლებელში“ ფარგლებში, ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით.
ლექცია ინფორმაციული განათლებისა და მედიაწიგნიერების შესახებ ღრმა, დეტალურ და სასარგებლო ინფორმაციას შეიცავდა. ლექციის შემდეგ გაიმართა დისკუსია და კითხვა-პასუხის რეჟიმში, თუ რატომაა მედიაწიგნიერება გამჭოლი კომპეტენცია და რა მნიშვნელობა აქვს მას კრიტიკული აზროვნების ჩამოყალიბებაში და დემოკრატიული ღირებულებების განვითარებაში.
ლექციის ამსახველი ფოტომასალა იხილეთ ბმულზე
ლექციის ამსახველი ვიდეომასალა იხილეთ ბმულზე