2016-03-07 | საჯარო ლექცია: სინამდვილის რეპრეზენტაცია მედიაში.

22 მარტს, 15:00 საათზე, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრში თამარ მოსიაშვილი წაიკითხავს საჯარო ლექციას: „სინამდვილის რეპრეზენტაცია მედიაში“.

მედიაწიგნიერების კონცეფცია ძირეულადაა დაკავშირებული კრიტიკულ და შემოქმედებით აზროვნებასთან. საინფორმაციო ნაკადების გაძლიერების ეპოქაში მნიშვნელოვანია მოქალაქემ შეძლოს ინფორმაციის ოკეანეში ორიენტირება, შეაფასოს როგორ ასახავს მედია სინამდვილეს, რა ინტერესი დგას მედიის მიერ გავრცელებული გზავნილების მიღმა, რა გავლენა აქვს მედია გზავნილს და როგორია მისი როლი სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებაში.

საჯარო ლექციაზე წარმოდგენილი იქნება მედიაწიგნიერების კომპეტენციის რაობა, ინსტრუმენტები, რომლებითაც შესაძლებელია მედია გზავნილების ანალიზი. ვისაუბრებთ მედიაწიგიერების საკვანძო კითხვებზე და ახალგაზრდებში მედიაწიგნიერების კომპეტენციის განვითარების შესაძლებლობებზე.

ლექცია ჩატარდება თსუ უწყვეტი განათლების ცენტრის პარტნიორი ორგანიზაციის ინფორმაციული განათლების საერთაშორისო ასოციაციისა და ფონდ ღია საზოგადების პროექტის „მედიაწიგნიერება უმაღლეს სასწავლებლებში“ ფარგლებში.

დასწრება თავისუფალია.

მისამართი : თბილისი, ილია ჭავჭავაძის გამზირი 1, თსუ უწყვეტი განათლების ცენტრი (ორსართულიანი შენობა ბაღში თსუ პირველი კორპუსის გვერდით), მეორე სართული.