სიახლეები

 

2016-03-24 | საჯარო ლექცია: “ინფორმაციის მენეჯმენტი. მედიაწიგნიერების მნიშვნელობა განათლებაში.“

25 მარტს, 15:00 საათზე, ტექნიკური უნივერსიტეტის ადმინისტრაციული კორპუსის გიორგი ნიკოლაძის სახელობის დარბაზში გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: “ინფორმაციის მენეჯმენტი. მედიაწიგნიერების მნიშვნელობა განათლებაში.“

ლექციას წაიკითხავს ინფორმაციული განათლების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი, ჟურნალ „მასწავლებელის“ და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ს მთავარი რედაქტორი, ნატალია ინგოროყვა.

საჯარო ლექცია ჩატარდება ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით.

დასწრება თავისუფალია.

მისამართი: კოსტავას 77, მე-3 სართული