სიახლეები
2016-04-02 |
მრგვალი მაგიდა თემაზე - „მედიაწიგნიერება უმაღლეს სასწავლებელში.“
2 აპრილს სასტუმრო "თბილისი რუმსში", ინფორმაციული განათლების საერთაშორისო ასოციაციამ გამართა შემაჯამებელი მრგვალი მაგიდა თემაზე - „მედიაწიგნიერება უმაღლეს სასწავლებელში.“ შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოში მედიაწიგნიერების განვითარების ასპექტები და იმსჯელეს ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტის სასწავლო სილაბუსებში მედიაწიგნიერების, როგორც 21-ე საუკუნის მოქალაქის აუცილებელი უნარის ინტეგრირებაზე.
მრგვალი მაგიდის მოდერატორმა, ინფორმაციული განათლების საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნატო ინგოროყვამ, შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა პროექტის „მედიაწიგნიერება უმაღლეს სასწავლებელში“ ფარგლებში განხორციელებელი საქმიანობები და მათი შედეგები.
დისკუსიაში მონაწილეობენ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ბატონი გიორგი შარვაშიძე, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების, აფხაზეთის უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და განათლების მკვლევარები.
მრგვალი მაგდის მონაწილეები იყვნენ ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი მედიაწიგნიერი სტუდენტები. მათ ისაუბრეს მედიაწიგნიერების სალექციო კურსის მნიშვნელობაზე.
პროექტის მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“.
მრგვალი მაგიდის ამსახველი ფოტომასალა.