სიახლეები

 

2017-03-16 | ილიას სახელმწიფო უნივერისტეტის მედიაწიგნიერი სტუდენტები

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში უკვე მესამე სემესტრია წარმატებით მიმდინარეობს მედიაწიგნიერების უნარების და მისი მნიშვნელობისა და გავლენის სწავლება სტუდენტებისათვის. სტუდენტები კურსის მიმდინარეობისას სწავლობენ: რა არის ინფორმაციული განათლება და მედია წიგნიერება, როგორია მისი მიდგომები, ეცნობიან მის არსს, იძენენ ინფორმაციული და მედია წიგნიერების უმნიშვნელოვანეს უნარებს, ეცნობიან მედიაწიგნიერების თეორიულ საფუძვლებს, იაზრებენ რა არის მედია წიგნიერებისთვის განათლება და როგორ დაეხმარონ სხვებს მის გააზრებაში. იღებენ ცოდნას, ცოდნის ეკონომიკისა და მედიაწიგნიერების ურთიერთმიმართების შესახებ. ეუფლება მედეა ეფექტების გამოყენების პრაქტიკას, ველისაგან დამოუკიდებლობის ხელოვნებას და ინფორმაციის კრიტიკულად შეფასების მნიშვნელობას.