2015-12-03 | მედიაწიგნიერება უმაღლეს სასწავლებელში

3 დეკემბერს, სასტუმრო "თბილისი რუმსში", ინფორმაციული განათლების საერთაშორისო ასოციაციამ გამართა მრგვალი მაგიდა თემაზე - „მედიაწიგნიერება უმაღლეს სასწავლებელში.“ შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს საქართველოში მედიაწიგნიერების განვითარების ასპექტები და იმსჯელეს ქვეყნის სხვადასხვა უნივერსიტეტის სასწავლო გეგმაში მედიაწიგნიერების, როგორც სასწავლო კურსის შეტანისა და დამკვიდრებისა და ამ უნარის განვითარების აუცილებლობაზე.


მრგვალი მაგიდის მოდერატორმა, ინფორმაციული განათლების საერთაშორისო ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნატო ინგოროყვამ, შეხვედრის მონაწილეებს წარუდგინა პროექტის „მედიაწიგნიერება უმაღლეს სასწავლებელში“ ფარგლებში დაგეგმილი და განსახორციელებელი საქმიანობები.

დისკუსიაში მონაწილეობენ მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის, ეროვნული სასწავლო გეგმების, სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტების, აფხაზეთის უნივერსიტეტის და ტექნიკური უნივერსიტეტის წარმომადგენლები.


ღონისძიების მხარდამჭერია ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“.

შეხვედრის ამსახველი ფოტომასალა