2015-12-04 | საჯარო ლექცია - რატომ მედიაწიგნიერება?

7 დეკემბერს, 16:00 საათზე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში ”ლიგამუსი“ გაიმართება საჯარო ლექცია თემაზე: „რატომ მედიაწიგნიერება?“

ლექციას წაიკითხავს ინფორმაციული განათლების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელი, ჟურნალ „მასწავლებელის“ და ინტერნეტგაზეთ „mastsavlebeli.ge“-ს მთავარი რედაქტორი, ნატალია ინგოროყვა.

საჯარო ლექცია ჩატარდება ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით.

დასწრება თავისუფალია.

წყარო