სიახლეები
2015-12-07 |
საჯარო ლექცია: რატომ მედიაწიგნიერება?
ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში "ლიგამუსი" გაიმართა საჯარო ლექცია თემაზე: "რატომ მედიაწიგნიერება?"
ლექცია წაიკითხა ინფორმაციული განათლების საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელმა, ჟურნალ მასწავლებელის" და ინტერნეტგაზეთ "mastsavlebeli.ge"-ს მთავარმა რედაქტორმა, ნატალია ინგოროყვამ.
ლექციაზე საუბარი გაიმართა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა ინფორმაციის მოძიების, არჩევის, შეფასების, გაფილტვრის, გადამოწმების, შექმნის, გავრცელებისა და მოხმარების უნარების განვითარების აუცილებლობა.
ასევე ისაუბრეს მედიაწიგნიერების მნიშვნელობაზე, ცოდნის ტრანსფერისა და ცოდნის ეკონომიკაში.
ლექციების ციკლი მედიაწიგნიერების უნარების განვითარებასა და მნიშვნელობაზე კვლავ გაგრძელდება.
საჯარო ლექცია ჩატარდა ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" მხარდაჭერით.
ლექციის ამსახველი ფოტო მასალა იხილეთ ბმულზე